სანზონა

სან-ზონის შესახებ გავესაუბრეთ უბნის უძველეს მკვიდრს, გურამ მანჯავიძეს.

“მასიური დასახლების გაჩენამდე სან-ზონის ტერიტორიაზე განლაგებული იყო წყლის ორი დიდი რეზერვუარი, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის წყალმომარაგებას. სან-ზონაში წყალი ნატახტრიდან მოდიოდა და რეზერვუარები მკაცრად კონტროლირებადი იყო მილიციელების მიერ – ამან განაპირობა მისი სახელწოდება, “სან-ზონა” ანუ “სანიტარული ზონა”

სან-ზონის დასახლება ჩაღრმავებულ ადგილას, ღრმაღელის ხევში მოხდა 1920-იან წლებში. უბანი ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, ქართველებთან ერთად აქ შეხვდებოდით: აზერბაიჯანელებს, დუხაბორებს, მალაკნებს, გერმანელებსა და ჩეხებს. დაუსახლებელ ტერიტორიებზე კი გაშენებული იყო ხე-ხილის ბაღები, რომელსაც მუდმივად სჭირდებოდა მუშახელი, მომუშავეები კი აქ დასახლებას ამჯობინებდნენ. 50-60-იან წლებში რეზერვუარები გაუქმდა და მთავრობამ თავისუფალი მიწების დანაწილება დაიწყო კორპუსების ასაშენებლად. 60-იან წლებში კორპუსების აქტიური მშენებლობა გაჩაღდა, იმ დროში უბანს “სან-ზონის დასახლებას” ეძახდნენ. ამ დასხლებაში გადიოდა დიდი ქვაფენილიანი გზა, რომელსაც ავჭალის გზატკეცილი ერქვა (დღევანდელი გურამიშვილის გამზირი). კინოთეატრ “საქართველოდან” ავჭალამდე დადიოდნენ გერმანული “პიკაპები”, 50-იან წლებში მუშაობა დაიწყო ტრამვაიმ, რომელიც ჯერ დიდუბიდან მე-8 საავადმყოფომდე, შემდეგ კი დიდუბიდან ავჭალამდე მოძრაობდა.

სან-ზონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია “პლატონას დუქანი”, რომელმაც სახელი 50-იან წლებში გაითქვა, სან-ზონის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარეობდა დუქანი, რომელიც მრავალი მომსახურებით გამოირჩეოდა, ხალხს კი დიდ დახმარებს უწევდა, ამ დუქნის ახლომდებარე ტერიტორიები ხალხისთვის კვლავ ამ სახელს ატარებს.”

62830634

წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი სან-ზონაში

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s