XIX საუკუნე

ნაძალადევის სახელს არაერთი ისტორიული ფაქტი უკავშირდება. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის გეგმებზე რკინიგზის გადაღმა დაიწყეს ძველი და ახალი ნაძალადევის აღნიშვნა, რომლებსაც ხუდადოვის ტყის მასივი ყოფდა. ძველი ნაძალადევის აღმოცენება დაიწყო 1870-იან წლებში, კერძოდ, 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ, რკინიგზის სადგურის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა. რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა და მიწათმფლობელთა დაუკითხავად, ნაძალადევად აშენებდნენ მცირე ზომის სახლებს. ოფიციალურმა ხელისუფლებამ ამ უბანს „ნაძალადევი” შეარქვა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტყის მეორე მხარეს ასეთივე დასახლება – „ახალი ნაძალადევი” აღმოცენდა. სტიქიურად აღმოცენებული მუშათა დასახლებები, ეგრეთ წოდებული „ნახალოვკები,” იმ დროის რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც წარმოიშვა. რკინიგზის მშენებლობამ თბილისის სწრაფი ზრდა გამოიწვია, თუმცა, ნაძალადევის ჩრდილოეთი ნაწილი, კერძოდ ღრმაღელე  და დიდუბე აუთვისებელი დარჩა.

vagzalipa8

268438187

Leave a comment